ტელ: +995 595 120 120
info@creditservice.ge


წესები და პირობები

      წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე წესებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან ერთად არეგულირებს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ს (შემდგომში „კომპანია“) და მომხმარებელს შორის წარმოშობილ ურთიერთობას pay.mcs.ge ვებ-გვერდით მომსახურების/სერვისის შეძენისას.
pay.mcs.ge ვებ-გვერდი არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ ის საკუთრებაში და იმართება ამავე კომპანიის მიერ. ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სავაჭრო ნიშანი ან/და ლოგო, ასევე სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ეკუთვნის კომპანიას. აკრძალულია მათი ნებართვის გარეშე გამოყენება, ასევე კომპანიის ნებართვის გარეშე აკრძალულია ამ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, მასალის ან სხვა სახის კონტენტის გამოყენება.
pay.mcs.ge ვებ-გვერდით სარგებლობისას, თქვენ (მომხმარებელი) ეთანხმებით ვებ-გვერდის წესებს და პირობებს და ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა ის პირობა, რომელიც გაწერილია ამ დოკუმენტში და რომლითაც რეგულირდება თქვენს (მომხმარებლის) მიერ ჩვენი (სს კრედიტსერვისი+) სერვისებით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ვებ-გვერდის წესებს და პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობა.

      გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმისათვის, რომ ისარგებლოთ pay.mcs.ge ვებ-გვერდით, აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია და ვერიფიკაცია სს კრედიტსერვისი+ს ნებისმიერ ფილიალში. pay.mcs.ge ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ (მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ:
  1. ხართ სრულწლოვანი და ქმედითუნარიანი პირი;
  2. ავტორიზაციის გავლისას წარადგენთ ზუსტ ინფორმაციას ვებ-გვერდით სარგებლობისთვის;
  3. ჩვენ (სს მისო კრედიტსერვისი+ს) გვაქვს უფლება გადავამოწმოთ და შევინახოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადახდების ისტორიისთვის;
  4. გადახდისას, თქვენ (მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ იხდით კონკრეტული სერვისის საფასურს, რომლის გადახდაც შესაძლებელია განახორციელოთ ნებისმიერი საბანკო ბარათით;
      ჩვენ (სს კრედიტსერვისი+) ვერ გავცემთ გარანტიას, რომ ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებებისა და შეცდომების გარეშე სხვადასხვა რიგი მიზეზების გამო (ქსელების, სერვერების, კომპიუტერების ან/და სხვა ტექნოლოგიების გაუმართაობა, სისტემის გადატვირთვა, ფორსმაჟორული სიტუაციები და ა.შ.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა
    იმ შემთხვევაში, თუ თქვენ „მომხმარებელი“ pay.mcs.ge ვებ-გვერდიდან შეასრულებთ არასწორად/შეცდომით გადახდას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995595120120 ან საკონტაქტო მეილზე info@creditservice.ge და მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია :     აღნიშნული წერილის საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნება/არდაბრუნების შესახებ და გეცნობებათ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

დავების განხილვა
    საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც განიხილავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომხმარებელთა საჩივრებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომხმარებელს უფლება აქვს, აღნიშნულ დეპარტამენტს მიმართოს საჩივრით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერია 2 406 406.

კომუნიკაცია
    ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ან მისგან გამომდინარე ნემისმიერი კითხვის, კომენტარის, შენიშვნის, თხოვნის ან მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით +995595120120 ან info@creditservice.ge.